ოპოზიცია ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. რაც ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.











