პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიცია “ქართულ ონებას” ცილს სწამებს, როცა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა.
“ერთ ნაწილში ჩამშლელია ოპოზიცია, სულ ტყუილად იძახის, რომ არჩევნები გაყალბდა. ამით უბრალოდ ატყუებ საკუთარ მოსახლეობას. ვერ დაამტკიცა ოპოზიციამ რომ ასეა, ცილს სწამებ ესეიგი ამ წუთას. შენ ვერ დაამტკიცე ეს… მე რომ შენ ვერ გიმტკიცებდე დანაშაულს და სულ ასე მოგმართავდე, ეს ხომ ცილისწამება იქნება”, – განახადა იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველზე”.











