საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელოვნურად ამძიმებდა ვითარებას და ცდილობდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად წარმოეჩინა.
„ბევრი დღის განმავლობაში, ოპოზიცია საზოგადოებას კვებავდა ტყუილი, ფეიკ ამბებით, ჰყვებოდნენ, თითქოს კრიტიკულ მდგომარეობაშია ადამიანის ჯანმრთელობა, რომ ამდენი დღის განმავლობაში, მას საკვები არ მიუღია. გამოაშკარავდა, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო.
ვინ იყო ამის რეჟისორი, ვინ – სცენარისტი და ვინ – რა როლის შემსრულებელი, ამას, ცხადია, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. რეალურად, ბატონ სააკაშვილს არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ დღეების რაოდენობის შიმშილობის შემდეგ, შეიძლება იწვევდეს მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობას“, – აცხადებს მიხეილ სარჯვებაძე.
ცნობისვისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კვების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა გამოაქვეყნა.










