საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით, ყველანაირი აქცია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილი ამბობს, რომ ეს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა.
“მსჯელობის შემდეგ ერთ დასვკნამდე მივედით ყველა, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილებ ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან.
აქციების გაუქმებაზე ისაუბრა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამაც. მისი თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება 21 ნოემბერს მიმდინარე პროცესის სრული იგნორირებაა.
„საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. რაც ხვალ მოხდება ფიქციაა. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31 ში ჩადენილი გაყალბება „გააპრაონ“. ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი. „ევროპული საქართველო“ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია. არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს“, – აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხაებს.
ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს არც არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.











