ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმების დაცვის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ოპოზიციის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, შტაბი წარმოადგენს ღონისძიებათა ნუსხას, შეიქმნება ყველა პარტიას შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა დარღვევა შევა და შემუშავდება დარღვევებზე სამოქმედო გეგმა.
ასევე, ოპოზიციის სტრუქტურა იმუშავებს დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობოებთან ერთად ხმების დასაცავად.











