პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციას არა ბოიკოტის, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს.
“ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომ ყველა საკითხში შეუთანხმებლობა იყოს. ისეთი კანდიდატურა წარმოადგინეს, რომელსაც პარალელური დათვლის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ორგანიზაციას.
ასე რომ, თავიდანვე არ ყოფილა შეთანხმების სურვილი. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებსაც არაფერი დაეწუნებათ. აბსოლუტურად მოგონილი აბსურდია, რომ ისინი თითქოს კავშირში არიან “ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.










