ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ოპოზიციას არასამთავრობო სექტორთან წინასწარი კონსულტაციები, ვიდრე ხელისუფლებას 4 – პუნქტიან გეგმას შესთავაზებდა, არ გაუვლია. ამის შესახებ სალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტNEWS“ განაცხადა.
“ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა არც ჩვენთან და არც სხვა დასახელებულ ორგანიზაციებთან. არცერთ ამ ორგანიზაციას და არც მთლიანად სამოქალაქო სექტორს არ აქვს იმის რესურსი, რომ ადგეს და საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების ნომინირება მოახდინოს. ეს წარმოუდგენლად რთული და დიდი ამბავია.
ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციას ჯერ ჩვენთან ჰქონოდა საკითხზე კომუნიკაცია. ჯერ ვერც კი ვიტყვი და ვერც- არას. არც ვიცით, რა დგას ამის უკან, არ ვიცით საუბარია მხოლოდ ერთი თუ ბევრი კანდიდატის დასახელებაზე. დღეს თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ არ ჩავერთვებით ამ ფორმით პროცესში, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიციამ უბრალოდ იჩქარა. სწორი ფორმა და სტრატეგია იქნებოდა, რომ წინასწარ მომხდარიყო კომუნიკაცია“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, 4 – პუნქტიან გეგმაში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა, ერთ-ერთი პუნქტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების არასამთავრობო სექტორის მხრიდან ნომინირებას გულისხმობს.








