„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად არ განიხილება.
„დღეისათვის ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის გლობალურ ასპექტში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება არავის კანდიდატურა. ყველაფერი არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი, შეჯერება, განხილვა და გაანალიზება.
მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყობს ხელს ბიძინას ოცნებას დაპოლუსებაზე – ან ბიძინა ან მიშა“, – განაცხადა ნათელაშვილმა
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.
რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილი, თუ მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემა











