ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ისინი ჩემზე ადრე შევლენ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ ხომ ვთქვით, ფორმულა. ასე გამოდის, რომ ამ ფორმულის მიხედვით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩვენზე ადრე უწევს შესვლა. ჩვენ 113-ე თუ შევალთ. მანამდე სხვას უწევს შესვლა. შესაბამისად, ეს სხვა საიდანღაც უნდა გაჩნდეს. ეს სხვა არის სხვა ოპოზიციაში. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ, როგორ და როდის შევლენ თვითონ, ამიტომ გვაბრალებენ ჩვენ. ზოგადად, ყველას უნდა, რომ მე შევიდე პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ და მერე შემოგვყვნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.











