“ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის ქაოსი და ამ ქაოსის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლა, ისე ლაპარაკობენ პარლამენტიდან გავდივართო, თითქოს საკანონმდებლო საქმიანობაში ისე იყვნენ ჩართულები, რომ თავი არ აუწევიათ. კანონებისა და მათი წერისგან დაღლილები იყვნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“პარლამენტში მოსული იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი და უსაფრთხოების ხელმძღვანელი და მთავარი საკითხები ამ ქვეყანაში რა არის, ხომ ოკუპაცია, დეოკუპაციის საკითხები, სოციალური საკითხები, კოვიდი, არც ერთ ამ საკითხზე მათ კითხვაც არ დაუსვამთ. მათი ერთადერთი ინტერესი არის ქაოსი და ამ ქაოსის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლა. პრაქტიკულად, ცალმხრივი ვალდებულებების შესრულების პროცესი მიმდინარეობდა. ისინი არა თუ ქმედითად, რეალურად ამ თემებში ჩართულები საერთოდ არ იყვნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











