ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუ “360 გრადუსში” “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ძალით „შერეკვა“, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის
„ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, ძალით შეყვანა ამა თუ იმ არჩეული დეპუტატის, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა არის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა და ამისთვის მოწადინებულები ვართ“,- განაცხადა ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.











