“ბოიკოტის ერთობის დარღვევის შემდეგ, ვითარება არის შეცვლილი. პარლამენტში შესვლასაც პლიუსები და მინუსები აქვს და შეუსვლელობასაც. მე ცოტა ოდნავ განსხვავევბული პოზიცია მაქვს. პირველი, ყველა ვარიანტში, საერთო გადაწყვეტილება უნდა იყოს პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცახდა.
“არ უნდა გაიყოს სადეპუტაციო კორპუსი, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს, ეს იქნება თითქმის გამოუსწორებელი შეცდომა. მეორე, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი არის შემდეგ რა იქნება, თუ შევდივართ, რას ვაკეთებთ და თუ ვრჩებით, რას ვაკეთებთ. პოლიტიკა არ არის ამინდი, რომ მოიღრუბლოს, ჭექა-ქუხილი ატყდეს, ან გამოიდარს, პოლიტიკას ქმნიან ადამიანები”,- განაცხადა სანიკიძემ.










