ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში იმართება. ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა. შეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი“ გიორგი ვაშაძე და „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.











