„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.
კვლევა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთითა და დაფინანსებით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: რუსთავი, ქუთაისი, ბათუმსა და თელავში, 6-11 აგვისტოს ჩატარდა.
„თვითოეულ ქალაქში ჩატარდა 600 სრული ინტერვიუ და ცდომილება შეადგენდა 3%-ს.
კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ვერსად აგროვებს 35%-ზე მეტს, რაც ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მარცხდება რეფერენდუმში.
ქალაქების მიხედვით ეს მაჩვენებელია: თელავი (ალოკაცია) – არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები („ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“ და სხვა) – 66 % (ენმ 36 %), „ქართული ოცნება“ 34 %; ხოლო თელავში ალოკაციის გარეშე – ოპოზიციური პარტიები 47% („ენმ“ 25%), „ქართული ოცნება“ 27%, უარი/არ ვიცი 10%;
ქუთაისი (ლოკაცია) : ე.წ. რეფერენდუმში მონაწილე ოპოზიციური პარტიები 66% („ენმ“ 32%), „ქართული ოცნება“ 34%. იგივე ქალაქი ალოკაციის გარეშე – ოპოზიცია 49% („ენმ“ 23%), „ქართული ოცნება“ 26%, უარი/არ ვიცი 8%.
რუსთავი (ლოკაცია): ე.წ. რეფერენდუმის პარტიები მმართველი გუნდის გარდა 66% („ენმ“ 31%), „ქართული ოცნება“ 34%, ალოკაციის გარეშე კი – ოპოზიცია 49% („ენმ“ 23%), „ქართული ოცნება“ 25% , უარი/არ ვიცი 11%.
ბათუმი (ალოკაცია): ოპოზიციური პარტიები 67% („ენმ“ 29%), „ქართული ოცნება“ 33%, იგივე ქალაქი ალოკაციის გარეშე კი – ოპოზიცია 47% („ენმ“ 21%), „ქართული ოცნება“ 26% , უარი/არ ვიცი 13 %“, – განაცხადა ხვედელიანმა.











