ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანიც მივიდა.
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.
შეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი“ გიორგი ვაშაძე და „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
გიგა ბოკერია: ამ კატასტროფული ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია











