ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 241 დადასტურებული ინფიცირებული.
მისი თქმით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყაროს კვლევა მიმდინარეობს.
„ორი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორის ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის მიზნით.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრს ამ დროისთვის გვყავს 37 პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა განიხილება საშუალო სიმძიმედ“,- განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, დღეს კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-ს შეადგენს.











