ძიძას, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტიელბა ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.
დაცვის მხარე 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. იგი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











