fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ორივე მხარის მოქმედებები ცივილური იყო. ოპოზიციას ძიძგილაობა არ დაუწყია – გია ხუხაშვილი

15:26 თებერვალი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

ორივე მხარის მოქმედებები ცივილური იყო. ოპოზიციას ძიძგილაობა არ დაუწყია, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ დღის მთავარ თემას, ნიკა მელიას დაკავების საკითხს.

„საქმე პოლიტიკურია. მელია დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, სამართლებრივ თემებში არ შევალ, პრობლემა იმაშია, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით, გასამართლებული არ არის. ევროპული სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური ფიგურები, ლიდერები წინასწარ პატიმრობაში არ ჰყავთ. 2 წელი გავიდა, სასამართლომ არსებითად რატომ არ განიხილა 20 ივნისის თემები? ამ კითხვაშივე ჩანს, რომ საქმე არის პოლიტიკური. მელიასთვის განაჩენი რომ გამოეტანათ, ამდენი კითხვა არ იქნებოდა. შეიძლება, თეორიულად არის შანსი, რომ სასამართლომ ის გაამართლოს.

მელიას დაპატიმრება პოლიტიკური უგუნურებაა, ერთი მხრივ, ხელისუფლებას ეშინია შინაგანი უგუნურების დემონსტრირების, ღარიბაშვილი თვალებს აბრიალებს და ფეხებს აბაკუნებს, მაგრამ ეს უფრო სისუსტის გამოვლინებაა და არა ძალის დემონსტრირება.

კმაყოფილი ვარ დღევანდელი პროცესები ტექნიკურად როგორც განვითარდა. რადგან ორივე მხარის მოქმედებები ცივილური იყო. ოპოზიციას ძიძგილაობა არ დაუწყია. 1 კაცის დასაჭერად 5 000 პოლიციელი რომ მივა, სირცხვილია. ძალიან მაღალი ხარისხის დეგრადაციაა ამით რომ ამაყობდეს კაცი, თითქოს პოლიციას სხვა საქმე არ აქვს. მე შემიძლია ორივე მხარე შევაქო, მაგრამ იქ გმირობა არ ჩაუდენიათ. საგმირო იქნებოდა, ცხინვალთან რომ იყვნენ ახლა, თბილისში მარაზმს კი არ ატარებდეს 5 000 კაცი ადამიანის დასაჭერად, რომელიც ჯერ გასამართლებულიც არ არის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ კრიტიკა უფრო გაძლიერდება.

„საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა გაძლიერდება. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, ჯერ იქნება გაფრთხილებითი ხასიათის მოქმედებები და შემდეგ სიტუაცია დამძიმდება. 

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, გამოსავალზე საუბარს აზრი არ აქვს. მელიას დაჭერამდე თეორიული შანსი კიდევ იყო, რომ მხარეებს რაღაცაზე ესაუბრათ, ეს ფანჯარა უკვე დაიხურა. მოლაპარაკებების სივრცე აღარ არის. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა, რაზეც შეიძლებოდა შეთანხმებულიყვნენ, ეს იყო დეკლარირებული პატიმრების გამოშვება, ამათმა გამოშვება კი არა, ადგნენ და მელია დაიჭირეს. ხელისუფლება გახდა აბსოლუტურად სტერილური, პარტნიორი აღარც ქვეყნის შიგნით და აღარც ქვეყნის გარეთ ჰყავს. ამ ბოლო დროს, მეტ-ნაკლებად დაალაგეს სიტუაცია უცხოეთთან, ყველაფერი კი ერთ დღეში ჩარეცხეს.

მელია რაში სჭირდებოდათ, ერთადერთი, ალბათ იმაში, რომ მიშასთან ძალიან სიამტკბილობა ჰქონდათ, დალაგებული მატრიცა, სიმბიოზი შექმნილი და მელიამ აანერვიულა, ეს სიყვარული დაურღვია. ერთმანეთს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, ერთმანეთის დემონიზაციას ახდენდნენ, ტკბილად და გემრიელად ცხოვრობდნენ. ეს ყველაფერი ნიკამ არია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: გია ხუხაშვილინიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

ივლისი 8, 2021
783
პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება” ცდილობს, პარლამენტში „პალაჟენია” აღადგინოს

ივნისი 9, 2021
791
პოლიტიკა

შიშით შეპყრობილი ხელისუფლების უკანასკნელი ნავსაყუდელი – ხუხაშვილი კობახიძის განცხადებაზე

ივნისი 5, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია