საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„უდიდესი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვულოცავ დაბადების დღეს!
ორმოც წელზე მეტია, რაც თქვენ დაუღალავად, სიყვარულითა და თავდადებით წინამძღოლობთ ქართველ ხალხს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას“,- წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.
ილია მეორეს (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდა.











