საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქრთველოში ჩამოსვლა რამდენჯერმე დააანონსა. მათ შორის, ერთ-ერთი თარიღი სწორედ თვითმმართველობის რჩევნების პერიოდი იყო.











