დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ამ დრომდე საქართველოში 211 ათასზე მეტი ადამიანია გრიპზე აცრილი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა.
„211 ათასზე მეტი ადამიანი ადამიანია გრიპზე აცრილი და მარაგში არის კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა თუ ადამიანები გადაწყვეტენ აცრას სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. ისევე როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, გრიპი არ არის აქტიური. ორსულებს დღესაც მოვუწოდებ მაინც, რომ აიცრან, რადგან მათთვის გრიპი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი, ამიტომ უნდა დაიცვან რეკომენდაციები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.











