Oscar-მა ახალი რეგულაციები მიიღო, რომლის მიხედვითაც მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მინიმუმ ერთი მსახიობი შემდეგი ეთნიკური ჯგუფიდან უნდა იყოს:
აზიური წარმოშობის
ლათინოამერიკული წარმოშობის
ფერადკანიანი
ალასკის ძირძველი მოსახლე
ამერიკის ძირძველი მოსახლე
ახლოაღმოსავლური/ჩრდილოაფრიკული წარმოშობის
ჰავაისა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოსახლე
სხვა რასებისა და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები
გარდა ამისა, ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის 30% უნდა იყვნენ ქალები, LGBTQ თემის წარმომადგენლები, კოგნიტური და ფიზიკური ნაკლის მქონე პირები, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირები.
რეგულაციები ძალაში 2024 წელს, რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე შევა.











