ნორვეგიის დედაქალაქში, ოსლოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები მკაცრდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
კოვიდის ბრიტანული შტამი ოსლოში იანვრიდან გავრცელდა. ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის განცხადებით, დღესდღეობით კოვიდის ბრიტანული ვარიანტი ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების 50-70%-ს შეადგენს.
„აუცილებელია შეზღუდვები გავამკაცროთ“,- განაცხადა ოსლოს მერმა.
2 მარტიდან ოსლოში რესტორნები, ბარები და არასაჭირო მაღაზიები დაიხურება. სტუდენტების ნაწილი ონლაინ სწავლებაზე გადავა. მოლები ოსლოში იანვრიდან დახურულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნორვეგიაში კორონავირუსის 71,006 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 622 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 63,783 -ს შეადგენს.











