კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ოსლო შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ნოვეგიის დედაქალაქში სკოლები და ბაღები დაიხურება. შეიზღუდვება შეკრების ლიმიტი.
„კორონავირუსის შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არასდროს გვქონია. თუ ასე გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და ჩვენ პანდემიაზე კონტროლს დავკარგავთ. აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. ეს იქნება რთული, მაგრამ აუცილებელი“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ოსლოში კორონავირუსის 1 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











