ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს ეს პრაიდი, უნდა ჩატარდეს უსაფრთხოდ და ყველამ, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, ამას უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პრაიდის კვირეულზე საუბრისას განაცხადა.
„ვთვლი, რომ არა მხოლოდ უფლება აქვთ, რომ უბრალოდ ჩაიარონ, არამედ, ჩემი აზრით, დღეს, როდესაც არის ასეთი ჯგუფი, ანუ თავისუფლების მტრები, დარაზმული უმცირესობის წინააღმდეგ, ამ უმცირესობას სჭირდება, არა მხოლოდ ის, რომ მათ აქვთ რაღაც უფლება, არამედ მხარდაჭერა, სოლიდარობა და ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს ეს პრაიდი, უნდა ჩატარდეს უსაფრთხოდ და ყველამ, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, ამას უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა.” – განაცხადა ოთო კახიძემ „მთავარი არხის” ეთერში.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის” გამართვას აანონსებენ.
„ღირსების მარშს” ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო და მრევლს 5 ივლისს 17 საათზე ქაშუეთთან შეკრებისკენ მოუწოდა.











