18 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში 2021/2022 აკადემიური წლის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულებს უმასპირნძლებს. ღონისძიება გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამზირი 37) 12:00-13:00 საათებში.
საქართველო ერთ-ერთია 6 პარტნიორი ქვეყნიდან, რომელთა სტუდენტებსაც ჩეხურ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის ეს არის მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების დახვეწის საშულება, მეორე მხრივ კი ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაცნობის საშუალება.
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა სწავლების შემდეგ ეტაპებს ფარავს:
·სამაგისტრო პროგრამა ჩეხურ ენაზე და ერთწლიანი ჩეხურ ენაში მოსამზადებელი კურსი, რომელიც პროფესიული განვითარების კურსებთანაა კომბინირებული.
·სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე.
·სადოქტორო პროგრამები (ძირითადად ინგლისურ ენაზე).
სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
1950-იან წლებში პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20 000 უცხოელმა სტუდენტმა მიიღო განათლება ჩეხურ უნივერსიტეტბში ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.
2021/2022 აკადემიური წლისთვის 30-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. მათგან 9 ჩეხურ ენაზე მიიღებს სამაგისტრო განათლებას, 3 – სადოქტორო პროგრამებს დაასრულებს ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენები სამაგისტრო განათლებას მიიღებენ ინგლისურენოვან პროგრამებზე. მრავალფეროვანია პროგრამების სპექტრიც და მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ეკონომიკურ მონაცემთა ანალიზი, ფინანსები, ინჟინერია, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება.











