ოცდღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროში მცხოვრები 35 წლის ლევან ბეჟაშვილის ცხედარს მიაგნეს.
გარდაცვლილი მამაკაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულთან, დაუსახლებელ ადგილას იპოვეს.
ჯერჯერობით, უცნობია, როგორ მოხვდა ბეჟაშვილი სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, როცა ოჯახის ინფორმაციით, ის ბოლოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანთან იმყოფებოდა და დედოფლისწყაროში ჩასასვლელად, ტრანსპორტს ელოდებოდა.
ოჯახის წევრები და ახლობლები, ლევან ბეჟაშვილს 19 სექტემბრიდან ეძებდნენ.
ახალგაზრდა კაცი თბილისიდან სამარშუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა და სოფელ ჩალაუბნამდე მივიდა.
ბოლოს მან დედას დაურეკა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











