„ხვალ, აჭარაში დაგეგმილია შეხვედრები. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება,ზუგდიდში, იმერეთში და ყველა რეგიონი იქნება მოცული. ამავდროულად „ევროპული საქართველო“ თავის რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით შეხვედრებს გააგრძელებს ამომრჩევლებთან და მათ მობილიზებას დაიწყებს, იმისთვის, რომ 15 მაისს ხალხმრავალი აქცია ჩატარდეს”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ტარიელ ლონდარიძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის. 15 მაისს დიდი რაოდენობით მოსახლეობის შეკრების შემთხვევაში, ნაბიჯებს უკან გადადგამს და გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – აცხადებს ტარიელ ლონდარიძე.








