„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ კეტავს მოლაპარაკების ყველანაირ შესაძლებლობას კეტავს, ამის შესახებ ჩიხლაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„გუშინდელი ყოვლად არაკანონიერი, კონსტიტუციიდან გასული მუქარები, ტერორი და ა.შ. რა თქმა უნდა, არ აუმჯობესებს მოლაპარაკებების გარემოს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ამისთვის, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ იჯახუნებს კარს და თვითონ კეტავს შესაძლებლობას ყველანაირი მოლპარაკებების. მათგან განსხვავებით, ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ იმ საკითხებზე, რაც ოპოზიციას აქვს შეთავაზებული, ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები და საარჩევნო გარემო და არანაირი სხვა საკითხები,“- განაცხადა ჩიხლაძემ.










