„როგორ შეჭამონ, რაც შეიძლება მეტი მოიპარონ, ქვეყანა ააშენონ კი არა, როგორ „ეშპილკაონ” ოპოზიციას, ესაა „ოცნების” სამოქმედო გეგმა.“,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებთან დიდი კედლის აღმართვა ისწავლა.
„დღეს საქართველოში სოციალური გაზის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ესენი კი, გაზის ტარიფს ადამიანებს კიდევ 8 თეთრით უზრდიან და მეც მერამდენედ ვკითხულობ: რატომ არ არის არცერთი ტარიფის ასახვაში ის მილიარდი კუბამეტრი, რომლიდანაც 500 მილიონი გვეკუთვნის 55 დოლარად, 500 მილიონი კი უფასოდ?!
ანუ, როდესაც მილიარდი კუბამეტრის შეჯერებული ტარიფი გამოდის 27 დოლარი – 1000 კუბამეტრზე, მაშინ ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვიხდით 155 დოლარს?! სად მიდის ეს ფული?!
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიდი კორუფციული სქემებია ჩადებული და 24 საათი მხოლოდ იმ კომბინაციებით არიან დაკავებულები, როგორ მოიპარონ და როგორ გაგლიჯონ სახელმწიფოს 400 მილიონი.
შედეგად მივიღებთ იმას, რომ არც წყალი გვექნება და არც ელექტროენერგია, სამაგიეროდ გვექნება ასეულობით მილიონი ვალი, რომელიც ისევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ.
„ოცნების“ ხელისუფლებამ კი ერთადერთი, რაც ისწავლა და კარგად გამოსდის, საკუთარ მოსახლეობასთან დიდი კედლების აგება და პოლიციური სანქციებია“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.











