ცოტა ხნის წინ, მორიგი ძალადობრივი თავდასხმა მოხდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით. ამჯერად მარნეულისკენ მიმავალ გზაზე ფიზიკურად გაუსწორნდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელს, თემურ შუბითიძეს.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის ავტომობილს ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.











