fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ოცნების” ფაქტიური წევრია, ვინც პარლამენტში შევიდა და შევა – ლევან თარხნიშვილი

13:43 იანვარი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
851
ნახვა

„ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჩემთვის არ არის საინტერესო, როგორც პოლიტიკოსები  და როგორც პიროვნებები. ყველა ის ადამიანი, ვინც შევა და შევიდა პარლამენტში, ფაქტობრივად არის „ქართული ოცნების“ ფაქტიური წევრი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა  პარტია „მოქალაქეების” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” “ქართული ოცნების” მემორანდუმს არ შეუერთდება.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ ვაპირებთ, შევუერთდეთ ამ მემორანდუმს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ რაუნდზე წარადგინა და რომელზეც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ იქვე უარი განვაცხადეთ. ეს არის ამის გაუარესებული ვარიანტი.

კერძოდ, გაუარესება არის მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების მეთოდში, დამატებულია პრეზიდენტი, დამატებულია პარლამენტი, ისედაც ბუნდოვანი იყო და უფრო ბუნდოვანია, თუ რის შეცვლას აპირებენ საარჩევნო გარემოს ფორმირების წესებში. შესაბამისად, ნამდვილად არ ვაპირებთ ამ გაუარესებული დოკუმენტის შეერთებას, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთ რაუნდზე უკეთეს ვერსიაზე უკვე ითქვა უარი.

ხაზგასასმელია, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რასაც მთლიანად ოპოზიცია აყენებდა პირველი ნოემბრიდან, არ არის გათვალისწინებული ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი. ვინ შეუერთდება ამას, უცნობია. „ევროპული საქართველო“ და ის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ორი დღის წინ გამოვაქვეყნეთ განცხადება და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ოთხი მოთხოვნა, ნამდვილად არ ვაპირებთ შეერთებას“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

 

თეგები: ლევან თარხნიშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა – ლევან თარხნიშვილი

აპრილი 10, 2021
788
პოლიტიკა

პარტიაში რაღაცები უნდა შეიცვალოს – ლევან თარნიშვილი

თებერვალი 12, 2021
889
პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას, მით უკეთესი მისთვის – ლევან თარხნიშვილი

თებერვალი 9, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია