“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წყნეთისა და ნუცუბიძის მეოთხე პლატოს მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.











