fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ოცნებისთვის გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43% ქვემოთ დატოვებს“ – უგულავა

10:19 მაისი 31, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

„შევხედოთ გახარიას ცივად და გულგრილად. ოცნებისთვის ის ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ დატოვებს. დანარჩენი რეალურ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული, იქნება ერთობა – იქნება გამარჯვება“,- ასე აფასებს ოპოზიციონერი გიგი უგულავა გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის შექმნას.

როგორც უგულავა ამბობს, გიორგი გახარიაზე ფოკუსის გადატანა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენილ „არქიქოცებს“.

  • 33 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც პარლამენტში შედის

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გახარიელმა ქალბატონმა დეპუტატმა ტელეკამერას თვალი ჩაუკრა. ამ კადრს გახარიას თვალისჩამკვრელი ცნობილი კადრი მოება. ეტყობოდა რომ ეს ახალი პარტიის ბრენდია, “ფიშკაა“. როგორც სჩანს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს გახარიას მაგარ ტიპად წარმოაჩენს. დღეს ბატონმა ქემოკლიძემ უკანასკნელი ეჭვები გაფანტა, თურმე ოცნების პირობებში პოლიტპატიმრები არ გვყოლია, რომ 20 ივნისს პოლიციას ხალხი შემოეცემა, თურმე სასამართლოც თავისუფალი ყოფილა. ფაქტიურად, მანაც შეფის მსგავსად თვალი ჩაგვიპაჭუნა .

არადა, მართლა ანთროპოლოგიური ქოცი უნდა იყო, რომ ვერც იგრძნო, როცა გახარია ხარ სიტყვა თვალი ლექსიკონიდან უნდა ამოიღო, არათუ თვალის პაჭუნით თავს იწონებდე. მინიმუმ ხომ ქვეყნის 2/3 პირდაპირ შეგაგინებს 20 ივნისის გამო, რაზეც მან პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო ბოლო ბავშვები გახარია-თვალთხარიას მღეროდნენ ქუჩაში. მაგრამ აქ მთავარი სხვაა – ისინი ამას ვერ ხვდებიან და გულწრფელად მოსწონთ თვალის პაჭუნი. ესაა ქოცობა, აქეთა საქართველოს, აქაური ტკივილის მიმართ, სრული უცხოობა. მარტივად, ესენი ქოცები არიან და არაფერი უნახავთ ქოცობის მიღმა. შეიძლება უფრო ადამიანური სახე აქვთ, მაგრამ ეს არ ცვლის არსს – გახარია და გახარიელები ქოცები არიან.

ეს იყო ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნება – პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე

ამიტომ არარელევანტურია ქექვა დგას თუ არა ივანიშვილი მის უკან. ივანიშვილი ბოღმა კაცია და შეიძლება ახლა გახარია გულძმარვამდე სძულდეს, მით უფრო სძულთ ის ღარიბაშვილ-კობახიძეს. მათი ბრძოლა ბოღმითა და ღვარძლით იქნება სავსე, ოღონდ ეს იქნება ბრძლა ბიძინა-მზის ქვეშ უკეთესი ადგილისთვის.

ნუ ველოდებით გახარიასგან რაღაც დიად აღიარებებეს, მაქსიმუმ რამდენიმე კორუფციული სკანდალი გახეთქოს, ისიც თუ ვინმე მისიანი დაიჭირეს. რომც არსებობდეს ორი პროექტი, ივანიშვილის ძალაუფლება დაეცემა ქართულ ოცნებასთან ერთად. ეს დაცემა იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ ვერანაირი მეორე პროექტი ვერ უშველის. შევხედოთ გახარიას ცივად და გულგრილად. ის ნებსით თუ უნებლიედ ლურსმანს აჭედებს ოცნების პოლიტიკურ კუბოზე. დანარჩენი რეალურ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. იქნება ერთობა – იქნება გამარჯვება“,- ამბობს გიგი უგულავა.

თეგები: გიგი უგულავაგიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“კარგი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს” – გიგი უგულავა ჯარიმაზე

დეკემბერი 1, 2021
987
სამართალი

გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

დეკემბერი 1, 2021
789
სამართალი

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დეკემბერი 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია