ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთად შექმნილ ვაქცინას ბავშვებში პირველად გამოიყენებს. კვლევა უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის შეფასების მიზნით იწყება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სააგენტოს ცნობით, ახალი შუალედური კლინიკური ცდის შედეგად დადგინდება, ეფექტურია თუ არა ვაქცინა 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.
კლინიკური ცდაში 300 მოხალისე ჩაერთვება და აცრების გაკეთება მიმდინარე თვეშივე დაიწყება.
AstraZeneca მიმდინარე წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს.











