ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში, კორონავირუსი ხუთ პედაგოგს დაუდასტურდა.
ამ ინფორმაციას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. თხინვალის სკოლა, სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
გურიის რეგიონში, 1 თებერვლის შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი, საკლასო ოთახებში გაგრძელდა, კორონავირუსის შემთხვევების გამო, რამდენიმე სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
სტატისტიკურად, ინფიცირებულია უფრო მეტი პედაგოგი ვიდრე მოსწავლე. ინფიცირების წყაროს კი ძირითადად ოჯახები წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა მოიმატა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











