ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლის 4-ე კლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.
„ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელ მოსწავლეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენ ვიმყოფებოდით მეორე სკოლაში, ვაწარმოეთ კონტაქტების მოკვლევა, 4 მასწავლებელი და 28 ბავშვი თვითიზოლაციაში იქნებიან საკუთარ სახლებში“, – განაცხადა მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში 134 კოვიდინფიცირებულია, გამოჯანმრთელია 24.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











