ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის ორი და პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირებულია მერიის იურიდიული განყოფილების თანამშრომლის ოჯახის წევრიც.
აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ დაუდასტურა.
„სამი თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, საფინანსო სამსახურის ორი და პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი, ასევე ინფიცირებულია იურიდიული განყოფილების თანამშრომლის ოჯახის წევრიც. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალურია და რამე გართულება არცერთ მათგანს არ აქვს. მერია კი წესების დაცვით აგრძელებს მუშაობას, უმეტესობა თანამშრომლების თვითიზოლაციაშია, ვინც აუცილებელია რომ იყოს ადგილზე, არიან და აგრძელებენ მუშაობას ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით.“- გვითხრა სირაძემ
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











