ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, მუნიციპალიტეტში მდებარე 42 საჯარო და 2 სასულიერო გიმნაზია, ხვალიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის.
მთელი დღე გუბერნატორი და რესურსცენტრი მუშაობდა ამ თემაზე და დღის ბოლოს ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, შესაბამისმა უწყებებმა ერთობლივი კონსულტაციით მიიღეს.
ლანჩხუთის და ჩოხატაურის სკოლები ხვალ საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შეეხო.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











