ძლიერი თოვის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დიდთოვლობის გამო, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
ხაზგასასმელია, რომ ელექტროენერგია ნატანების, კონჭკათისა და სოფელ შრომის რამდენიმე უბანს ჯერ კიდევ არ მიეწოდება. ასევე, სოფელ კონჭკათში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც.

ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამასთან ერთად, ჩამოთვლილ სოფლებში, გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციალიტეტის მერის მოადგილე – ოსიკო თოთიბაძეც დაესწრო.










