ოზურგეთის რაიონული პროკურორი 46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. როგორც ცენტრში განაცხადეს, ის მკურნალობას კლინიკა „ბაუ”-ში გადიოდა.
„ეს პიროვნება ბათუმელი იყო და ოზურგეთში პროკურორად მუშაობდა. ის მკურნალობას ბათუმში, კლინიკა „ბაუ“- ში გადიოდა”,- განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











