ოზურგეთის საკრებულოს პრესამსახურის უფროს ნათია ზედგინიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ დაუდასტურა.
„პრესსამსახურის უფროსს დაუდასტურდა, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.“- გვითხრა მჟავიამ.
ნათია ზედგინიძე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ თითქმის ყველა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, ის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას, რეგიონის სამივე ქალაქში ესწრებოდა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1595 შემთხვევა დადასტურდა. 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











