ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში წუხელ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „პრაიმტაიმნიუსის“ ცნობით, სპრინტერის ტიპის სამარშუტო მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











