ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დაწყებითი კლასის პედაგოგს კორონავირუსი ამ საღამოს დაუდასტურდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა და მოსწავლეები და მათი მშობლები გააფრთხილა.
„სსიპ-წმინდა გაბრიელ სპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის სიმპტომები, რის გამოც ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან, ორი კვირის მანძილზე სკოლა გადადის ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სწავლა გაგრძელდება ონლაინ გაკვეთილების არსებული ცხრილით, რაც უკვე მოგეწოდათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერს პედაგოგი.
შეგახსენებთ დღეს გურიაში დილის მონაცემებით კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო საღამოს სტატისტიკას კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაემატა, მათ, შორისაა ლანჩხუთის მერის ინფიცირების ისტორიაც.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











