ოზურგეთში დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ავარიაში მოყვა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოდა. მაღალი სიჩქარით მოძრავმა „ჰიუნდაის“ ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.
ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა, მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო: რუსთავი 2











