ოზურგეთში, შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ გირკელიძეების ოჯახს, მერია სამშენებლო მასალით დაეხმარება.
იქამდე კი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
ახლობლების თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლი, რომელიც დაიწვა, სხვისი საკუთრებაა.
გირკელიძეები იქ, დროებით ცხოვრობდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს დღეს საღამოს გაუჩნდა. ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი:ნინე ულუმბელაშვილი










