ოზურგეთში, 13წლის შშმ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოზარდი სკოლაში დადიოდა, ინფიცირების წყარო უცნობია.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე გვაქვს ერთი შემთხვევა, სკოლის მოსწავლეა, 13 წლისაა და შშმ პირია, მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ბავშვი ჯერ ოზურგეთში „მედალფას“ ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, შემდეგ გადავიყვანეთ ბათუმში“, – გვითხრა მჟავიამ.
ამ დროისთვის, გურიის რეგიონში კორონავირუსის 65 შემთხვევაა დადასტურებული. ორი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











