ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში კორონავირუსით სკოლის მოსწავლე დაინფიცირდა. მას ვირუსი დედისგან გადაედო
„ინფიცირებულია სკოლის მოსწავლე, მას ვირუსი დედისგან გადაედო“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ.
დილის მონაცემებით ოზურგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში კი გურიის რეგიონში 6 კოვიდდადასტურებული პაციენტი გამოვლინდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











