ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაური მაკვანეთის საზღვარზე ხანძარია. ცეცხლი ეკალ ბარდებს და ჩაის ბუჩქებს უკიდია.
როგორც ადგილობრივები „პრაიმტაიმნიუსთან” ამბობენ, ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ეკალ-ბარდებს, ჩაის ბუჩქებს და სათხილეებს მოედო. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან და ტყესთან რამდენიმე მეტრშია და მოსახლეობას საფრთხე ემუქრება
.
ადგილზე სამაშველო-სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი










