ოზურგეთში კორონავირუსი 24 საათის განმავლობაში 7 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხევიდან ყველა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ერთი არის ლაითურიდან, ოთხი ბახვიდან და ორი ქალაქ ოზურგეთიდან.
ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ მიაწოდა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში 182 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











